1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შექმენი შენი ქალაქის ხასიათი და გახდი კონკურსის #ქალაქიხასიათით გამარჯვებული

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე,  აიღებს სტარტს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონკურსის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

პრესკონფერენციას დაესწრებიან კონკურსის ჟიურის წევრები, რომლებიც კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრებენ.

#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელიც სტარტს 24 სექტემბერს აიღებს და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში.  კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი.  გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„ბორჯომი“ წლევანდელი კომუნიკაციით ხაზს უსვამს და მხარს უჭერს თითოეული ადამიანის ღირებულებებს, მათ უნიკალურობას, ხასიათს. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას უკეთ წარმოაჩინოს და გაგვაცნოს საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...