1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი სტანდარტი სმარტფონების ბაზარზე - ინოვაციური მოდელი სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება

კომპანია HUAWEI-მ   უმძლავრესი და დახვეწილი  HUAWEI Mate 30 სერია წარადგინა 

კომპანია HUAWEI-მ 19 სექტემბერს წარდგენილი ფლაგმანური სერიით სრულიად შეცვალა სმარტფონთა ინდუსტრია.  დახვეწილ, მძლავრ და მაღალი დონის სმარტფონებს მორიგი სერია შეემატა. 4, ულტრამგრძნობიარე და Cine (იგივე Movie) კამერითა და 5G ტექნოლოგიის მქონე Kirin 990 პროცესორით აღჭურვილი HUAWEI Mate 30 სერია კომპანიამ მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. 

ექსპერტთა შეფასებით HUAWEI Mate 30 სერია  მსოფლიოში პირველი მეორე თაობის 5G სმარტფონია, რომელიც ტექნიკური ინჟინერიისა და პროგრამული ინოვაციების მიმართულებით, სმარტფონების ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალს წარმოადგენს.

32 წლიანი გამოცილების წყალობით, რომელიც კომპანია HUAWEI-ს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და  ინოვაციური დიზაინის მიმართულებით აქვს, Mate 30 სერია სხვა სმარტფონებისგან გამორჩეულად გამოიყურება და უფრო მძლავრად მუშაობს. ეს უახლესი სერია იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დახვეწილი დიზაინისა და ტექნოლოგიის ერთმანეთთან შერწყმა. მისი უნიკალური OLED-ის HUAWEI Horizon ეკრანი  მომხმარებლებს არაჩვეულებრივ გამოსახულებას სთავაზობს. HUAWEI Mate 30 სერია HUAWEI-ს Kirin 990 სერიის ჩიპზე მუშაობს, რომელიც კომპანიის  ყველაზე დახვეწილი სმარტფონისთვის, საგანგებოდ, შეიქმნა. 

HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს განცხადებით, HUAWEI Mate 30 სერია სმარტფონის სრულ პოტენციალს წარმოაჩენს. „ის შექმნილია იმისათვის, რომ გამოირჩეოდეს სხვებისგან და მომხმარებელს შეუდარებელი, ინოვაციური შესაძლებლობები შესთავაზოს. 5G-ს ერა არის სმარტფონის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გადახედვის პერიოდი და HUAWEI Mate 30 სერია არის საბოლოო გამოხატულება - იმის მაქსიმუმი,  რაც ტექნოლოგიურად შეიძლება შესთავაზო ერთგულ მომხმარებელს”.

HUAWEI Mate 30 სერია გამორჩეულია  დიდი და გამძლე  4200mAh და 4500mAh-იანი  ელემენტით. სერია  აღჭურვილია ულტრამგრძნობიარე  კამერათა სისტემით. ეს ყველაფერი  ISP 5.0 გამოსახულების სიგნალის პროცესორთან ერთად მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და გამაოგნებელი გამოსახულების მქონე  ფოტოებისა და ვიდეობის გადაღების შესაძლებლობას სთავაზობს.  

HUAWEI Mate 30 ნამდვილად გამოირჩევა თავისი შესაძლებლობებით კონკურენტებისგან, გამორჩეულ ფუნქციებს შორის არის:


• ოპერაციული სისტემა EMUI10 - უწყვეტი და შეუფერხებელი კავშირის შესაძლებლობა, რამდენიმე მოწყობილობას შორის, ასევე, მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის.

• Dark რეჟიმი - რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ ღამე უფრო მარტივად წაიკითხოთ სასურველი მასალა, რაც თვალისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია.

• ინტუიციური Side-touch ურთიერთქმედება უხილავი ვირტუალური კლავიატურის პერსონალურად მოსაწყობად, მოცულობის კორექტირებისთვის, გეიმინგისთვის და კამერის თქვენზე მორგებისთვის. 

• AI ჟესტების კონტროლი - რათა გამოიყენოთ ეკრანი კონტაქტის გარეშე. 

• HiCar - ჭკვიანი და სწრაფი მოგზაურობა მოწინავე, უწყვეტი კავშირით მოწყობილობასა და მანქანის კომუნიკაციისა და გართობის სისტემებს შორის.

• Multi-screen კოლაბორაცია - საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გადაიტანონ  და აკონტროლონ მონაცემები  HUAWEI-ს მოწყობილობებს შორის, რამდენიმე ეკრანზე ერთდროული მუშაობის პარალელურად. 

• HUAWEI 3D სახით განბლოკვა და ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სისტემა რათა უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა (მხოლოდ HUAWEI Mate 30 Pro). 


ასევე მნიშვენლოვანია, რომ 6.53-ინჩიანი HUAWEI Mate 30 Pro და 6.62-ინჩიანი HUAWEI Mate 30 რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი: ზურმუხტისფერი მწვანე, კოსმოსური ვერცხლისფერი, კოსმოსური იასამნისფერი, შავი.  ხოლო ტყის მწვანე და ნარინჯისფერი დამზადებულია ვეგანური ტყავისგან.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...