1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Porsche-მ მსოფლიოს სრულად ელექტრო სპორტული ავტომობილი- Taycan წარუდგინა

Porsche-მ საზოგადოებას თავისი პირველი სრულიად ელექტრო სპორტული ავტომობილი წარუდგინა, მსოფლიო პრემიერა ერთდროულად სამ კონტინენტზე გაიმართა. „Taycan-ი აკავშირებს ჩვენს მემკვიდრეობას მომავალთან. მას წინა პლანზე გამოაქვს ჩვენი ბრენდის წარმატება - ბრენდის, რომელიც ხიბლავს და აღაფრთოვანებს ხალხს მსოფლიო მასშტაბით უკვე 70 წელზე მეტია“ -  განაცხადა ბერლინში მსოფლიო პრემიერაზე Porsche-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ბლუმლამ.

ოთხკარიანი სპორტული სალონი უნიკალური კომპლექტია, რომელიც გთავაზობთ ტიპიურ Porsche-ს მახასიათებლებსა და კავშირს ყოველდღიურ გამოყენებასთან. „ჩვენ შეგპირდით ნამდვილ Porsche-ს, ელექტრომობილების ხანაში გასაოცარ სპორტულ ავტომობილს, რომელიც აღაფრთოვანებთ ტექნოლოგიებითა და მართვის დინამიკით, სწორედ ახლა ვასრულებთ ამ დაპირებას.“ - აღნიშნა Porsche AG-ის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მაიკლ შტაინერმა.

ახალი სერიის პირველ მოდელებს წარმოადგენენ Taycan Turbo და Taycan Turbo S, სწორედ ესენია Porsche E-Performance-ის მოქმედების ეპიცენტრში და არიან ყველაზე მძლავრი წარმოებული მოდელებიდან, რომლებიც ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელს აქვს თავის ასორტიმენტში. შემდეგი მოდელი რომელიც წლის ბოლოს დაემატება პორშეს ელექტრომობილების ახალ ხაზს, იქნება Taycan Cross Turismo. 2022 წლისთვის Porsche ექვს მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს ელექტრომობილებში.

Taycan არის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს 800 ვოლტამდე სისტემური ძაბვა, ელექტრომობილებისთვის ჩვეულებრივი 400 ვოლტის ნაცვლად. ეს გზაზე განსაკუთრებული უპირატესობაა Taycan-ის მძღოლებისთვის.

ახალი მოდელი გამოირჩევა ექსტერიერის დიზაინით, Taycan-ი ახალ ეპოქას იწყებს და ამავდროულად ინარჩუნებს Porsche-ს დიზაინის ელემენტებს. წინა მხრიდან ის გამოიყურება განსაკუთრებულად ფართედ და თანაბრად გამოკვეთილი ფრთებით. სილუეტს ფორმას აძლევს სპორტული სახურავის ხაზი, რომელიც დახრილია უკანა მხარეს. ასევე, დამახასიათებელია უაღრესად დახვეწილი გვერდითი მონაკვეთები გლუვი სალონით, ასევე დამატებულია ინოვაციური ელემენტები, როგორიცაა Porsche-ს შუშის ეფექტის მქონე ლოგო, რომელიც ავტომობილის უკანა მხარეს ჩაშენებულია მანათობელ პანელში.

ინტერიერის უნიკალური დიზაინი ფართო მონიტორით არის გამორჩეული, კაბინა თავისი  სტრუქტურით და მთლიანად ახალი არქიტექტურით იწყებს სრულიად ახალ ეპოქას. Taycan-ით Porsche პირველად გვთავაზობს ტყავისგან სრულიად თავისუფალ ინტერიერს. ინოვაციური რეციკლირებული მასალებისგან დამზადებული ინტერიერი ხაზს უსვამს ელექტრო სპორტული მანქანის მდგრად კონცეფციას.

პორშე ცენტრი თბილისი Taycan-ის სრულ სამოდელო რიგს ქართველ მომხმარებელს 2020 წლის თებერვლიდან შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები