1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სესხი სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის - თიბისი ბანკის შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი ბანკი სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის ქმნის. 

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ  და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. 

სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე  ადგილობრივი და უცხოელი  ტურისტების გამასპინძლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით. 

სტარტაპ აგრო ტურიზმით სარგებლობა შეუძლია დამწყები ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვისაც დასაფინანსებელ ან სოფლის მეურნეობის მონათესავე დარგში მინიმუმ 24 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.  

სტარტაპ აგრო ტურიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/agro-loan 

„სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა. 

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.startuperi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...