1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიუნხენი ქუთაისში - „სოკარი“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგს აგრძელებს

კომპანია „სოკარის“ კრეატიული კამპანია, რომელიც ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, ქუთაისში ახალი, რებრენდირებული ავტოგასამართი სადგურის გახსნით გრძელდება. 7 სექტემბრიდან ქუთაისში მომხმარებელს „სოკარის“ განახლებული ავტოგასამართი სადგური მასპინძლობს, რომლის დიზაინიც მიუნხენისთვის დამახასიათებელ ელემენტებზეა აგებული. სადგური ბავარიის ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი, დიზაინის  ძირითადი ელემენტი კი ბავარიის მთავარი საფეხბურთო ღირშესანიშნაობა, ალიანს არენას საფეხბურთო სტადიონია.

ქუთაისში, მიუნხენის ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელი ნებისმიერი სახის მაღალი ხარისხის საწვავის მიიღებს. გარდა ამისა, მოეწყო სუვენირების კუთხეც, სადაც სტუმრებს თემატური სუვენირების შეძენა შეეძლებათ.

მიუნხენი „სოკარის“ მეექვსე რებრენდირებული სადგურია. დანარჩენი 5 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამში, ბუდაპეშტში, გლაზგოსა და კოპენჰაგენში გამოგზაურებთ.

„სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. UEFA-ს ინიციატივით, ეს ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით.  ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს.  2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება.

 „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები