1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“HUAWEI შექმნის ახალ ეკოსისტემას და მოიზიდავს პარტნიორებს” - დეველოპერების კონფერენცია 2019

დეველოპერების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  კომპანია HUAWEI-ს 600 ტექნიკური ექსპერტი, 6000-მდე დეველოპერი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანს,  მომავალზე ორიენტირებული smart ეკოსისტემის შესწავლა წარმოადგენდა,  რომელიც  ყველა სიტუაციაზე მორგებულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ამავდროულად, საუკეთესო გამოცდილებას ჰპირდება ყველა მომხმარებელს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ ყველა ინოვაციურ ტექნოლოგიაში მომხმარებელზე ზრუნვის იდეა იყო ჩადებული.

2010 წელს, როდესაც კომპანია HUAWEI ახალი მოთამაშე იყო ტელეფონების ბაზარზე, 3 მილიონი მობილური ტელეფონის გაყიდვა შეძლოა. 8 წლის შემდეგ ეს რიცხვი 68-ჯერ გაიზარდა. 2019 წლის პირველ ნახევარში, HUAWEI -მ 118 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებლს 24%-ით გადააჭარბა.

მისი პროგრამული უზრუნველყოფის სიძლიერის დასამტკიცებლად, HUAWEI -მ წარმოადგინა ახალი მიკროკერნელზე დაფუძნებული, ყველა სცენარზე გათვლილი ოპერაციული სისტემა HarmonyOS.  HarmonyOS ამარაგებს დეველოპერებს ტექნოლოგიური განვითარების ეფექტური საშუალებებით, რომლებიც ხელს უწყობს კონტენტის ერთჯერად შექმნას და სხვადასხვა მოწყობილობებზე გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ HarmonyOS-ის წარმატება დამოკიდებული იქნება აპლიკაციების დინამიურ ეკოსისტემაზე და თავად დეველოპერებზე.  იმისათვის, რომ წაახალისოს მისი მოხმარება, HUAWEI მსოფლიოს მასშტაბით გამოუშვებს HarmonyOS,  როგორც ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომ პლატფორმას. კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის, კომპანია გეგმავს სპეციალური ფონდისა და დაინტერესებულ პირთა ჯგუფის შემქნას. 

კონფერენციაზე HUAWEI_მ EMUI 10-იც წარადგინა, რომელიც   ანდროიდზეა დაფუძნებული და შექმნილია HUAWEI -ს სმარტფონებისა და აიპადებისთვის. EMUI 10-ის ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ ერთნაირი გამოცდილება ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. გარდა ამისა, აპლიკაციების დეველოპერებს აღარ სჭირდებათ ტექნიკის დივერსიფიკაციასთან და სირთულეებთან შეჯახება - უბრალოდ უნდა შექმნან ერთი აპლიკაცია, რომელიც მოერგება სხვა მოწყობილობებსაც. 

HUAWEI P30 Pro-ს მომხმარებლები იქნებიან პირველები, რომლებიც უშულოდ გამოცდიან EMUI10-ს.  ამასთან, კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს  დეველოპერებს საკუთარი ჩანაფიქრების პრაქტიკულ განხორციელებაში,  შესთავაზოს მრავალფეროვანი ტექნოლოგიური სიახლეები და გაუზიაროს პლატფორმის უსაზღვრო შესაძლებლობები.„ჩვენ ავაშენებთ ეკოსისტემას და მოვიზიდავთ პარტნიორებს“,  - განაცხადა HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ. „ის რაც ჩვენ განვაცხადეთ და რისი დემონსტრირებაც მოვახდინეთ წლევანდელ დეველოპერთა კონფერენციაზე, მომავალ 5-10 წელიწადში, ჩაუყრის მყარ საფუძველს  ჩვენი ყველა სცენარის შესაბამის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიას“. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...