1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI - ბრენდი, რომელსაც შეუძლია ექიმის, ფოტოგრაფისა დ PR სპეციალისტის მოთხოვნებს სრულად უპასუხოს

რატომ ირჩევს  HUAWEI-ს სმარტფონებს ქართველი მომხმარებელი? ალბათ იმიტომ, რომ კომპანია ბაზარზე  საუკეთესო მოწყობილობებს გვთავაზობს. უფრო მეტიც, ეს არის კომპანია, რომელიც  ყოველთვის  ზრუნვას თავის მომხმარებელზე და  წინა პლანზე მათი ინტერესების დაცვას აყენებს.  

ბოლო დროს, კომპანია HUAWEI-ს ირგვლივ  უამრავი  სიახლე და გადაუმოწმებელი ინფორმაციაც გაჩნდა, თუმცა, არსებული ვერსიისა თუ პროგნოზის ფონზე, ამას  არ შეუშინებია ქართველი მომხმარებელი. უფრო მეტიც, ის კვლავინდებურად ელის HUAWEI-სგან ტექნოლოგიურ  ინოვაციებს.

კახა ბიწაძე, პროფესიით ექიმია. 5 წელია, რაც HUAWEI-ს ერთგული მომხმარებელია. „პირველად ამ ბრენდის ტელეფონი ჩემი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მაჩუქეს, მანამდე რატომღაც ქვეყანაში არასწორი სტერეოტიპის მსხვერპლი ვიყავი, რომლის მიხედვითაც მეც მეგონა, რომ  „ჩინური პროდუქცია უხარსიხოა“.

ტექნიკის შეძენამდე ყოველთვის დეტალურად ვეცნობი პროდუქციის მახასიათებლებს, შედარებებს სხვა ანალოგებთან. ასევე მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. გარდა ვლოგერების მიმოხილვებისა ასევე ვეცნობი   მომხმარებლების კომენტარებს (ათასობით) და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ  პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილებას.   HUAWEI-თ მისი სწრაფი პროგრესის გამო დავინტერესდი. გავეცანი მისი დაარსების ისტორიას, დამფუძნებლებს, პროდუქციის წარმოებას, კაპიტალის ბრუნვას და .. ციფრები იყო შთამბეჭდავი. შედეგად, ტოვებდა განცდას, რომ სამომავლოდ ის გახდებოდა ლიდერი ბაზარზე,  ამასობაში ნაჩუქარი ტელეფონის მოდელიც  მოძველდა და როცა ჯერი ახალი სმარტფონის ყიდვაზე მიდგა, არც მიფიქრია, ისე ვიყიდე HUAWEI P30 Pro.  მახარებდა სიგნალის მიღების ხარისხი, ინტერფეისი  და რა თქმა უნდა კამერა... ძირითადი კამერების თვალსაზრისით უდავო ფავორიტია თავისი საფასო კატეგორიაში. სწრაფი დატენვისა სისტემა,  საუკეთესო ფოტოგადაღება  და  ზუმი - ეს არის   ის ძირითადი მახასიათებლები  რის გამოც  HUAWEI P30 Pro ყველაზე სასურველი მოდელი გახდა, ჩემთვის“.

კახა მაღრაძე პროფესიით პიარ ტექნოლოგია, ის HUAWEI-ს მომხმარებელი 5 წლის წინ გახდა.  ამჯერად, უკვე კომპანიის მიერ წარმოებულ  მეხუთე მოდელს ატარებს და როგორც თავად ამბობს კომფორტული და რენტაბელურია:  „თავიდან პირველი HUAWEI ფასის და ხარისხის გამო ვიყიდე. დღემდე ეს არის მთავარი განმსაზღვრელი არგუმენტი ჩემთვის. მაგრამ ბოლო მოდელებში კამერა აშკარად გამორჩეულია და ესეც   მთავარი მიზეზია რომ HUAWEI-ს ერთგულ მომხმარებლად ვიქეცი. მართალია, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ კამერის გარკვეულ ფუნქციებს ვიყენებ, რაც სოციალურ ქსელებისთვის კარგად მადგება. რაც შეეხება დანარჩენს, ჩემთვის მთავარია, რომ დღის განმავლობაში ელემენტის დამუხტვა არ დამჭირდეს და ტელეფონმა რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გამოყენებას და თამაშებს „გაუძლოს". რასაც  ჩემი HUAWEI P20 Pro წარმატებით ასრულებს“.

როგორც ირკვევა, სმარტფონის შერჩევისას  მომხმარებლთათვის, პირველ რიგში   4 ძირითად ფაქტორია მნიშვნელოვანი: კამერა, ელემენტი, დიზაინი და სიმძლავრე.  „24 საათიანი მორიგეობის განმავლობაში, რომელიც ხშირად 30 საათიც გრძელდება, არის უამრავი შემომავალი ზარი, მესენჯერში მოსული შეტყობინებები, სმს შეტყობინებები, ვიდეოზარებიმიყვარს მოგზაურობა, ვიღებ ბევრ ფოტოს ბუნებაში, კლინიკაში, ტრანსპორტში. ყველგან, სადაც კი რამე უჩვეულო და საინტერესო ხდება. ფოტოაპარატის ტარება ძალიან უხერხულია. მობილური ტელეფონის კამერის უპირატესობა მისი მოქმედებაში მოყვანის სიჩქარეა, რაც საშუალებას გაძლევს დაიჭირო სწორედ ისგანუმეორებელი და განსაკუთრებული კადრი. სწორედ  ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამოა მნიშვნელოვანი დამუხტვის სიჩქარეერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, რომ HUAWEI პირადად ჩემთვის ქმნიდა სმარტფონებს. იმდენად ჩემზე იყო მორგებული“ - აღნიშნავს კახა ბიწაძე.

„ის 4 ფენომენი, რის გამოც HUAWEI მიყვარს, ყოველთვის იქნება მისი თანამდევი - საუკეთესო კამერა, ძლიერი კავშირი, სწრაფი დამუხტვა და უკვდავი ელემენტი. სხვა კომპანიების ფლაგმანები ბევრად ჩამორჩებიან ამ მხრივ - გვიამბობს მომხმარებელი გიორგი ჩოხელი.

გიორგი პროფესიით ფოტოგრაფია. ის HUAWEI-ს მომხმარებელი სულ რაღაც ერთი თვის წინ გახდა და HUAWEI Mate20 Pro შეიძინა: „სწორედ, აღნიშნულმა პარამეტრებმა დამაინტერესა და შევიძინე,  რადგან ბევრ კონკურენტზე დახვეწილი  და ხელმისაწვდომია“ - აღნიშნავს ის.

როგორც ირკვევა, სმარტფონის შერჩევისას გარდა კონკურენტული ფასისა და დიზაინისა,  მისთვის მნიშვნელოვანი ელემენტის სიმძლავრე და პროფესიიდან გამომდინარე ფოტოს გადაღების მონაცემები აღმოჩნდა: „მომწონს ელემენტის სიმძლავრე. ასევე ვიყენებ სწრაფი დატენვის ფუნქციას, რაც ძალიან კომფორტულია. თუმცა ჩემი არჩევანის მთვარი მიზეზი, მაინც კამერის გამაოგნებელი მახასიათებლები გახდა. გადაღების მაკრო რეჟიმი, ფართო ხედვის ლინზა და ღამის გადაღების რეჟიმი არანაკლებ მნიშვნელოვანია.  სმარტფონს ძირითადად გადაღებისთვის ვიყენებ,  მაგრამ ვფიქრობ მობილური თამაშების  მოყვარულთათვის მიმზიდველი იქნება სმარტფონის მაღალი დონის გრაფიკა“ - აღნიშნა გიორგიმ ჩვენთან საუბრისას.

საბოლოოდ, HUAWEI-ის სმარტფონების მომხმიბვლელობა ერთ პატარა დეტალშია: „თუ ერთხელ მაინც გადაწყვიტე შეიძინო HUAWEI, მიზიდულობის ძალა იმდენად დიდია, მასზე უარს ვეღარ იტყვი“.  ყოველშემთხვევაში, ასე ფიქრობს გიორგი ჩოხელი.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტეაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...