1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI-ს შემოსავლები 23.2%-ით გაიზარდა

კომპანია HUAWEI-  2019 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები  გამოაქვეყნა - რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი ნახევარი წლის მონაცემებით 23.2%-ითაა გაზრდილი.  რაც შეეხება  კომპანიის მოგების მარჟას ის 2019 წლის პირველი ნახვერისთვის 8.7%-ის ტოლია.  კომპანიის ხელმძღვანელის  ჰუა ლიანგის  თქმით, ფინანსური  ოპერაციები გამართულად მიმდინარეობს და ორგანიზაცია განაგრძობს წინსვლას, ისე როგორც არასდროს.  

2019 წელს HUAWEI-ს კარიერულ ბიზნესში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - პირველი ნახევრის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 146.5 მილიარდ ჩინურ იუანს მიაღწია. უსადენო ქსელური  მოწყობილობების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მსგავსი სახის  პროდუქტების  წარმოებისა და გაყიდვების  სტაბილური ზრდის საფუძველზე.

ამ ეტაპზე კომპანია HUAWEI-მ, 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებით  50 კომერციული ხელშეკრულება გააფრომა და გახსნა 150,000-ზე მეტი საბაზო სადგური მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება საწარმოო ბიზნეს აქ კომპანიის შემოსავალი 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 31.6 მილიარდი ჩინური იუანია.

2019 წლის პირველი ნახევრისთვის, სამომხმარებლო ბიზნესის   შემოსავლებმა  220.8 მილიარდ ჩინურ იუანს მიაღწია,  HUAWEI-ს სმარტფონების გაყიდვებმა  118 მილიონ ერთეულს გადააჭარბა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 24%-ით არის აგზრდილი. ასევე გაიზარდა ტაბლეტების, ლეპტოპებისა და სხვა სმარტ მოწყობილობების გაყიდვების მაჩვენებელი.

როგორც ირკვევა, კომპანია  HUAWEI   თავისი ეკოსისტემის მასშტაბების გაზომვასაც იწყებს, რათა გაუმჯობესებული მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებელს. ამჟამად, HUAWEI -ს მობილური სერვისების ეკოსისტემა მსოფლიოს მასშტაბით,  800,000-ზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერისგან და 500 მილიონი მომხმარებლისგან შედგება.

"შემოსავალი სწრაფად გაიზარდა მაისში. წლის პირველ ნახევარში ფინანსური ზრდის ასეთი მაჩვენებელი მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ამის ფონზე,  ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენთვის სირთულეების გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლოა მომავალშიც იყოს გაკრვეული დონის სირთულეები,  რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მაჩვენებლის ზრდის ტემპზე, თუმცა ჩვენ არ ვნებდებით და ვვითარდებით -  ასეთია ჩვენი მიდგომა,” - აღნიშნავს  კომპანიის ხელმძღვანელი  ჰუა ლინგი. 

მისივე თქმით, კომპანია არ აპირებს განვითარების გზიდან  გადახვევას და ტემპის შენელებას:  „დარწმუნებულნი ვართ, რომ კომპანიას წინ ბევრი წარმატება ელოდება  და ჩვენც განვაგრძობთ ინვესტირებას. მაგალითად , წელს 120 მილიარდი ჩინური იუანის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ კვლევისა და განვითარების მიმართულებაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, გარკვეული სირთულეების სრულად დაძლევის შემდეგ  HUAWEI ფინანსური ზრდის ახალ ეტაპზე გადავა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

https://www.huawei.com/en/press-events/news/2019/7/huawei-announces-h1-2019-revenue

https://www.youtube.com/watch?v=IqBJV4lmFZM&t=13s

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...