1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ responsAbility Investments AG-სთან ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრეინინგი ჩაატარა

თიბისიმ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ს დახმარებით განახლებადი ენერგიის წყაროს პროექტების ფინანსირების ტერინინგი ჩაატარა. ტრეინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე თიბისის თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ. მთავარი აქცენტები ჰიდროელექტროსადგურებისა და დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა. 2 დღიანი ტრეინინგის დროს, განხილული იქნა ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა,გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები. თიბისი responsAbility Investments AG-სთან 2015 წლიდან თანამშრომლობს.ბანკი ,როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება. ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები