1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კურორტ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი პირველად გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  თეთნულდზე  ზაფხულის სეზონი გახსნა.  

სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი  პირველად უმასპინძლბს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში  10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარობს.

დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის  ოთხი საბაგირო  დახვდებათ. სბაგიროს მეშვეობით  კი შესაძლებელია  ზღვის დონიდა უმაღლეს წერტილზე    3160 მეტრის სიმაღლეზე  მოხვედრა, სადაც  თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.

კურორტი ჰაწვალი კი  თვეზე მეტია  მასპინძლობს ვიზიტორებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება. საბაგიროები ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები