1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის "საბა" 2019 წლის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია.

8 ნომინაციის ფინალისტებს ჟიური შემოდგომაზე გამოავლენს. დანარჩენ 2 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და პოეტმა, რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. 

წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ჩატარდება. გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.   

დაჯილდოების ცერემონიის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
 

2019 წლის მონაწილეთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ https://bit.ly/2XrmKzB

კომენტარები

მსგავსი სიახლეები