1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რენ ჟენფეი-„უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით ზრდის ჩვეულ ტემპებს და საზოგადოებას კიდევ უფრო უკეთესი მომსახურებას შევთავაზებთ“

HUAWEI-ს სამომავლო განვითარებასა და ამერიკელ პარტნიორებთან  ურთიერთობის გაგრძლებაზე, HUAWEI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რენ ჟენფეიმ  საერთაშორისო ინტერნეტ გამოცემა  CNBC-თან ისაუბრა და ამასთან ერთად,   მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბევრი სხვა საინტერესო დეტალიც განიხილა. 

რენ ჟენფეიმ CNBC -ის ჟურნალისტთან საუბრისას ხაზი გაუსვა, HUAWEI-ს განვითარებაში ამერიკული კომპანიების წვლილს: „მათთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და ეს თანამშრომლობა უკვე 30 წელს ითვლის. შესაბამისად, ორივე მხარისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და პარტნიორობა პოლიტიკაზე მაღლა დგას“. 

გამოცემათან საუბრისას კომპანია HUAWEI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება Google-ზე გაამახვილა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ HUAWEI არ გამოიყენებს  Android-ის ოპერაციულ სისტემას, Google დაკარგავს 700-800 მილიონ არსებულ მომხმარებელს, რაც ძალიან დიდი დანაკარგია. შესაბამისად, პარტნიორობის გაგრძელება ორივე კომპანიისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. 

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩიპების მნიშვნელობაც,  რომლებსაც HUAWEI ამერიკელ მომწოდებლებს უკვეთავს. ჩვენი პარტნიორები პირნათლად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამ ეტაპზე, ოფიციალური ვაშინგტონისგან ნებართვის მოპოვებას ცდილობენ. თანხმობის მიღების შემთხვევაში, HUAWEI კვლავ განაგრძობს ამერიკული ჩიპების შესყიდვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ HUAWEI ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობით პროდუქციას პარტნიორებისგან, ეს პრობლემას არ შექმნის, რადგან კომპანიას აქვს მათი თავად წარმოების რესურსი,“ - განაცხადა რენ ჟენფეიმ. 

გარდა ამისა, HUAWEI-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მსგავს რადიკალურ ქმედებებს და ფაქტობრივად თავდასხმას, ამერიკის მთავრობისგან არ ელოდა, თუმცა არსებობდა გარკვეული მოლოდინები, რომლებზე დაყრდნობითაც კომპანიამ შეძლო მძიმე პერიოდისთვის მომზადება. რენ ჟენფეის თქმით, მომავალ წლებში, შესაძლოა შემცირდეს წარმოების მოცულობა და შემოსავალი გაყიდვებიდან 2019 წელს მოსალოდნელ ციფრზე ნაკლები იყოს - დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინოს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია კვლავ დაუბრუნდება ზრდის ტემპებს და საზოგადოებას კიდევ უფრო უკეთეს მომსახურებას შესთავაზებს „მიმდინარე მოვლენების ფონზე, გაოცებული ვარ ჩვენი თანამშრომლების მონდომებით, ისინი კიდევ უფრო ენერგიულები გახდნენ და იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიგოთ ეს სანქციების "ბრძოლა“-  აღნიშნა ჟენფეიმ.

კიბერ უსაფრთხოებაზე საუბრისა, HUAWEI-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ წლების გამოცდილებამ  კომპანიის სანდოობა დაამტკიცა რაც შეეხება კიბერ უსაფრთხოებას, „HUAWEI პასუხისმგებელია 3 მილიარდ ადამიანს შორის კავშირის უზრუნველყოფაზე,  ბანკების, ბიზნესისა და მთავრობის დაკავშირებაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში, HUAWEI -ს მომსახურებით სარგებლობს 170 ქვეყანა და ეს კავშირი არასდროს დარღვეულა, რაც კარგად მეტყველებს  ქსელების უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ჟენფეიმ. ის ასევე შეეხო ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის ეთიკური სტანდარტების პატივისცემა „HUAWEI ყოველთვის ოპერირებდა შესაბამისი ეთიკური სტანდარტებით, მაშინაც კი, როცა პატარა კომპანია იყო. მარტივად რომ ვთქვათ, HUAWEI ვერ გახდებოდა ის რაც არის დღეს, რომ არ გვქონოდა ძლიერი ბიზნეს ეთიკა“. 

სექტორის და სფეროს განვითარების შესახებ საუბრისას, რენ ჟენფეიმ ხაზი გაუსვა ერთ ძირითად მიმართულებას, რომელიც მისი თქმით უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად განვითარდება  „ვფიქრობ მომდევნი 20-30 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. AI აძლიერებს ადამიანურ შესაძლებლობებს, თუმცა არ ცვლის მათ. საზოგადოება უფრო და უფრო რთული ხდება, გამოწვევებიც უფრო სერიოზული, შესაბამისად მომავალში, ზოგიერთ ამოცანას პირდაპირ ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს. ინოვაციების მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. ხელოვნური ინტელექტი არ არის რაღაც ნეგატიური, ის ადამიანების შესაძლებლობების გაგრძელებაა“ -  აღნიშნა HUAWEI-ს დამფუძნებელმა. 

დასასრულს, რენ ჟენფეი  HUAWEI-ს სმარტფონების მსოფლიო გაყიდვების პროგნოზსაც შეეხო.  „დიახ, თავდაპირველად გაყიდვები დაახლოებით 40%-ით დაეცა, თუმცა ეს პროცესი სწრაფად დარეგულირდა და მაჩვენებელი უკვე 20%-მდე შემცირდა. ასე რომ, სიტუაცია ნელნელა გამოსწორდება. გვაქვს თუ არა განვითარების სხვა გზა? სიმართლე გითხრათ, ასეთი აზრი ჯერ არ მომსვლია. ჩვენ მხოლოდ ერთი გზის გვჯერა და მას მივყვებით ნაბი-ნაბიჯ -  ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენი ინდუსტრიის მწვერვალს არ მივაღწევთ“ -განაცხადა კომპანია HUAWEI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...