1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკმა სპონსორობა Caspian Energy Forum Tbilisi 2019-ს გაუწია

პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია.

საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზება კომპანიამ Caspian Energy Georgia გაუწია. ღონისძიება 21 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა. 

ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სამასამდე დელეგატი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის ჩატარდა თემატური სესიები და შეხვედრები. 

პაშა ბანკმა წელს, “კასპიის ენერგეტიკის ფორუმზე”, ნომინაციაში „წლის კორპორაციული ბანკი საქართველოში“ გაიმარჯვა. ჯილდო გადაეცა არდა იუსუფ არკუნს, პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს. 

„კასპიის ენერგეტიკის ფორუმი“ წელიწადში რამდენჯერმე იმართება კასპია-შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნებში. ფორუმი ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის დიალოგისთვის ქმნის კომფორტულ სივრცეს. ღონისძიებას რეგიონში ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები ესწრებიან. 

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები