1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Microsoft-მა HUAWEI-ს ლეპტოპები საკუთარ ვებგვერდზე პროდუქტების ნუსხაში დააბრუნა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მსხვილმა კომპანია Microsoft-მა, HUAWEI-ის ლეპტოპები  საკუთარ ვებგვერდზე, პროდუქტების ნუსხაში დააბრუნდა.  როგორც იცით, აშშ-ს მთავრობის სანქციების ფონზე,  ამერიკულმა  კომპანიებმა სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვონ, იმისათვის, რომ  HUAWEI -სთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. 

CNCB-ის განცხადებით, კომპანია Microsoft განაგრძობს HUAWEI -ს ლეპტოპების გაყიდვას საკუთარ ვებგვერდზე,  მას შემდეგ, რაც  გადააფასა კომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე, Microsoft -მა ფაქტობრივად პირობა დადო, რომ HUAWEI -ს არსებულ მოწყობილობებზე  პროგრამულ განახლებებს გააგრძელებს. 

“ჩვენ იმ მოსაზრების ერთგულნი ვრჩებით, რომ აუცილებელია მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ. ჩვენ გადავაფასეთ ა.შ.შ.-ს კომერციული დეპარტამენტის გადაწყვეტილება HUAWEI -სთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ Microsoft-ის პროგრამული განახლებების შეთავაზება HUAWEI-ს მოწყობილობებზე“ - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. 

ბოლო დროს კომპანია HUAWEI-ს ირგვლივ  უამრავი  სიახლე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაჩნდა, რასაც  მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. უამრავი ვერსიისა თუ პროგნოზის ფონზე, ერთი რამ ნამდვილად ცხადია -  HUAWEI  განაგრძნობს ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებელს სამომავლოდ, უმრავ სასიამოვნო სიურპირზსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებას ჰპირდება.  

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები