1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბუდაპეშტის ავტოგასამართი სადგური თბილისში - „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს, რომლის ფარგლებში, „სოკარის“ კიდევ ერთი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური, ამჯერად თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე  გაიხსნა. განახლებული სადგური უნგრეთის დედაქალაქ  ბუდაპეშტში გამოგზაურებთ.

ავტოგასამართი სადგურის ვიზუალური გაფორმება მოგაგონებთ ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ ფილმს “სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“, რომელმაც ქალაქის სახელის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ახლებური გაფორმება სწორედ ამ ფილმის და მისი მხატვრის ვეს ანდერსონის ფერებშია გადაწყვეტილი. მნიშვნელოვანია  მთავარი ელემენტი - მდინარე დუნაიზე გადებული ხიდი, რომელიც ორ ძველ ქალაქს, ბუდასა და პეშტს შორის კავშირის და მთლიანად ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. 

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩართულია ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის მარტიდან კრეატიულ კამპანიას ახორციელებს.  „ბუდაპეშტი“ მეოთხე ბრენდირებული სადგურია. დანარჩენი 3 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამსა და გლაზგოში გამოგზაურებთ.კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით. 

ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს.  2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება. ავტოგასამართი სადგურების ბრენდინგთან ერთად, გათვალისწინებულია თანამშრომლების უნიფორმის ანალოგიურ დიზაინში გადაწყვეტაც,  სადგურებზე კი ქალაქების მიხედვით, გაიხსნება სუვენირების მაღაზიები. ავტოგასამართი სადგურების გაფორმებაზე   ცნობილმა  დიზაინერებმა იმუშავეს. „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...