1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპუბლიკას სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი გააცნო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური  ვიზიტით იმყოფებიან კორეის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანია  სამთო ტურიზმის გაცნობა, კორეის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სამთო ტურიზმის სფეროში მოღვაწე მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან. საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა, სადაც განხილული იყო საქართველოს მთის კურორტების პოტენციალი.

კორეის მხარემ გამოცდილება გაუზარა ქართულ დელეგაციას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების კუთხით, ასევე გააცნო ადგილობრივი სამთო კურორტები,ზამთრის სპორტის სახეობები და კორეული წარმატებული მოდელი ოთხსეზონური კურორტების მართვაში.  

მნიშვნელოვანია ისიც რომ ვიზიტიტის ფარგლებში საქართველოს  სათხილამურო ფედერაციასა და კორეის სათხილამურო ფედერაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაცია კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, დაგეგმილია არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა,  რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო სამთო კურორტების პოპულარიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები