1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის გამოყენება არ შეეზღუდებათ

კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის გამოყენებას ვერ შეძლებენ არ დასტურდება.

 რეალურად HUAWEI-ს სამომავლო მოდელებში ეს აპლიკაციები თანდაყოლილად არ იარსებებენ, თუმცა მათი ჩამოტვირთვა Play store-იდან იქნება შესაძლებელი, ისე როგორც ეს სხვა აპლიკაციების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ძალიან მარტივად და სწრაფად, რაც რეალურად მინიმალურ დაბრკოლებასაც კი არ ქმნის მომხმარებლისთვის. აპლიკაციის თანდაყოლილად არ არსებობა ტელეფონში შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის.   რაც შეეხება განახლებებს, ესეც ჩვეულ რჟემიში გაგრძელდება და აპლიკიაციის განახლებებიც Play store-იდან იქნება ხელმისაწვდომი.

ბოლო დროს კომპანია HUAWEI-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით  მომხმარებლებს  მღელვარების რეალური საფუძველი არ აქვთ  - „უკვე გაყიდულ და მაღაზიებში არსებულ მოდელებს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ განახლებები და ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო პროგრამა“. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც შეცვალა პოზიცია და კომპანიის შეზღუდვები 90 დღით გადაავადა. ეს ფაქტი ოპტიმისტურად განაწყობს ექსპერტებს და აჩენს მოლოდინს, რომ სიტუაცია მალევე დასტაბილურდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...