1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუდი „ნატახტარი“ უმაღლესი გემოს ჯილდოს - Superior Taste Award მფლობელი გახდა

2019 წლის 3 ივნისს, ბრიუსელში, ლუდ „ნატახტარს“ უმაღლესი გემოს ჯილდო - Superior Taste Award გადაეცა, International Taste Institute-ის მიერ. 

პროდუქტები 200-ზე მეტმა ჟიურის წევრმა შეაფასა სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსის ჟიური მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სომელიეთა და შეფ-მზარეულებისგან არის დაკომპლექტებული, რომელთა ტალანტიც აღიარებულია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა „Le guide Michelin“ და „Gault & Millau.“ 

პროდუქტები ფასდება მკაცრი და ნეიტრალური მეთოდოლოგიით. პროდუქტების დაგემოვნება ხდება ბრმად კვებისა და სასმელის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებმაც არ იციან ბრენდის სახელი და მისი წარმომავლობა. 

„200-მდე პროფესიონალი შეფ-მზარეული და სომელიე შეიკრიბა ერთად, რომ მიაწოდონ ობიექტური და პროფესიონალური უკუკავშირი მწარმოებლებს მათი პროდუქტების გემოსთან დაკავშირებით,“-აღნიშნავს Laurent van Wassenhove, International Taste Institute-ის დირექტორი. მისი განცხადებით, ცნობილი ინსტიტუტების წარმომადგენელი შეფ-მზარეულები და სომელიეები „ბრმად აფასებენ პროდუქტებს და მაღალი გემოვნებითი ქულების მქონე პროდუქტები იღებენ უმაღლეს გემოს ჯილდოს - Superior Taste Award.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები