1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2019 წლის 3 ივნისს თიბისი ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თიბისი ბანკი არის მყარი ღირებულებების მატარებელი კომპანია, რომელიც გუნდის მიერ იქმნებოდა  27 წლის მანძილზე. თიბისელებს ძალიან ხშირად უწევთ  რთულ სიტუაციებში მოთმინებით და მაღალი სტანდარტის დაცვით დაეხმარონ მომხმარებლებს მათი მიზნების მიღწევასა თუ პრობლემების მოგვარებაში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ თიბისი ბანკისთვის  მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, იქნება ეს განხორციელებული მომხმარებლის თუ თანამშრომლის მიმართ. თანამშრომელსა და კლიენტს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს ეთიკის კოდექსს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება არ მომხდარა თიბისი ბანკის ტერიტორიაზე. უკვე დაკითხულები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ ინცინდენტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თიბისი ბანკს დროებით შეწყვეტილი აქვს შრომითი ურთიერთობა ინციდენტში მონაწილე თანამშრომელთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...