1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვისოლმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გორის დასვენებისა და მომსახურებისკომპლექსზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა

„ვისოლმა“  გარემოს   დაცვის საერთაშორისო დღე  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის   ტერიტორიაზე ელექტრომობილების   სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა  და ეკო მეგობრული ტრანსპორტისთვის  საჭირო   ინფრასტრუქტურის   განვითარება  კორპორაციული   სოციალური პასუხისმგებლობის   სტრატეგიის   ერთ-ერთ   ძირითად   პრიორიტეტად   აქცია.   

ზაფხულის დასასრულამდე   ვისოლი   ელექტრომობილების   სწრაფდამტენ   კიდევ   ერთ   ავტოგასამართსადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვეებისა დამომსახურების   კომპლექსის   ტერიტორიაზე   გახსნის   და   მომავალში   მსგავსი   ავტოგასამართისადგურების   ქსელს   კიდევ   უფრო   გააფართოებს.   გარემოს   დაცვის   დღეს   სწრაფდამტენისადგური მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება. 

„ვისოლის“   კორპორაციული   სოციალური   პასუხისმგებლობის   ერთ-ერთო   ძირითადიმიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს„ვისოლის“   ავტოგასამართი   სადგურების   ქსელს   ელექტრომობილების   სწრაფდამტენისადგურიც   შეემატა,     ეს   ჩვენი   სტრატეგიული   გადაწყვეტილებაა,   ელექტრომობილი   ეკო-მეგობრული   ტრანსპორტია,   მას   არავითარი   გამონაბოლქვი   და   ემისია   არ   აქვს,   უხმაუროდმოძრაობს   და   სრულად   ესადაგება   ჩვენი   კორპორაციული   სოციალური   პასუხისმგებლობისდევიზს.   „ჩვენ   ვქმნით   უკეთეს   მომავალს“   და   მივესალმებით   მსოფლიო   ტენდენციებს,რომელსაც   საქართველომაც   აუბა   მხარი   და   გპირდებით,   რომ   სქართველოს   ბაზარზემოთხოვნის   შესაბამისად,   ელექტრომობილების   მძღოლებს   მოძრაობის   სრულ   კომფორტსშევუქმნით,   რადგან   სწრაფდამტები   სადგური   მაქსიმუმ   20-30   წუთში   უზრუნველყოსავტომობილის  სრულ   გამართვას“,   -  აცხადებს   „ვისოლ   პეტროლიუმ  ჯორჯიას“   გენერალურიდირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობითავითარებს. 

 „ი-სპეისი“   პირველი   ქართული   კომპანიაა,   რომელიც   ხელს   უწყობს   ქვეყანაშიელექტრომობილების   პოპულარიზაციას. ვისოლმა     ელექტრომანქანის   დამტენი   პირველისადგური  თბილისში, აღმაშენებლის  ხეივნის  მე-13 კმ-ზე  არსებულ  ავტოგასამართ სადგურზეგახსნა.  „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვსსაქართველოში.   უახლესი   ევროპული   სტანდარტის,   უმაღლესი   ხარისხის   საწვავითა   დამაღალტექნოლოგიური   სერვის   პროდუქტების   შეთავაზებით   „ვისოლი“   საცალო   ბაზრისლიდერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები