1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უჭერს მხარს

4  ივნისი, 2019- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. 2018 წელს საქართველოს ბანკმა სასტუმროების დასაფინანსებლად ჯამში 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბანკმა  მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონებში წახალისების მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული სასტუმროების 71% რეგიონებში მდებარეობს და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, აქედან 23% საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 2018 წლის მანძილზე ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით, მათი 32% კი საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს წარმოადგენს. 

„საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 16.9%-ით გაიზარდა, რამაც სასტუმროების რიცხვის 24%-ით მატება განაპირობა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ერთი წლის მანძილზე გაიზარდა 18.4%-ით და მიაღწია US$ 3.2 მლრდ-ს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ბანკი მომავალშიც აპირებს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რაც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს სექტორში 150 მილ. დოლარის დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას, 1,571 ადამიანის დასაქმებასა და 1,929 ახალი ნომრის მშენებლობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...