1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიკა ობოლაძე: საქართველო აზერბაიჯანის გარეშე იქცევა 1995-1999 წლის საქართველოდ

გირჩის ყოფილი წევრი და ჟურნალისტი ნიკა ობოლაძე დავით გარეჯში მიმდინარე აქციას სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტით ეხმაურება. ობოლაძე წერს, რომ აზერბაიჯანის გარეშე არ იარსებებს საქართველოს სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. მისივე თქმით, არ უნდა დავუშვათ საქართველოს და აზერბაიჯანის დაპირისპირების შეუქცევად რეჟიმში გადაყვანა, რადგან ეს ქვეყნის დასასრული იქნება.

„არ არსებობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი, საქართველოს სუვერენიტეტის და კეთილდღეობის გარეშე და პირიქით, არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აზერბაიჯანის გარეშე.

დავით გარეჯი საქართველოა - მანამ სანამ საქართველო არსებობს.

აზერბაიჯანის გარეშე:

ა) საქართველო დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე, ანუ უბრალოდ ზამთარში ვეღარ გავთბებით, გაჩერდება საწარმოები, არ გვექნება ელექტროენერგია რომელსაც თბოსადგურები აწარმოებენ აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით.

აქ საუბარი არ არის ფასზე, ფიზიკურად არ გვექნება.

რაც გვაქვს, ის ეკონომიკაც განახევრდება.

თუ რუსეთმა ჩაანაცვლა ენერგეტიკული კუთხით აზერბაიჯანი, ეს იმ 26 მაისის და დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავს, რაც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ, ეს იქნება ბელორუსი, და არა საქართველო.

ბ) საქართველოში ინვესტიციების სახით ყველაზე მეტი ფული აზერბაიჯანიდან შემოდის - შეწყდება.

გ) საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოდის - შეწყდება.

დ) აზერბაიჯანი ჩვენთვის ნომერი 2 საექსპორტო ბაზარია (ნომერი 1 რუსეთია, ესეც ძალიან ცუდი) - შეწყდება.

საქართველოს და აზერბაიჯანის მტრულ რეჟიმში გადაყვანა გამოიწვევს საქართველოს ვენესუელიზაციას.

1$ გახდება 7,8, 10 ლარი - არ ვაჭარბებ.

აზერბაიჯანი საქართველოს გარეშე მოექცევა იზოლაციაში და იქცევა ბელორუსად.

საქართველო აზერბაიჯანის გარეშე იქცევა 1995-1999 წლის საქართველოდ.

გაყინულ, ჩაბნელებულ, კრიმინალით სავსე, ჰიპერინფლაციის მქონე ე.წ ქვეყნად. ეკონომიკა მინიმუმ განახევრდება. მართლა 90 იანებს მივიღებთ აზერბაიჯანთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებით.

ეს დასასრული იქნება, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებისთვის და დასასრული იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ვინ მიიყვანა საქმე აქამდე ? - სალომე ზურაბიშვილმა ?

თქვენ თამაზ მეჭიაური გახსოვთ ? აი სისულელეებს რომ ამბობდა კომიტეტის თავმჯდომარე კაცი და ჟურნალისტებიც რომ ერთობოდნენ ამით ?

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ იმ სიგიჟეზე პასუხისმგებელი, რასაც ტელევიზორით ვუყურებდი, მეჭიაური კი არა, თუნდაც ჟურნალისტები და ხალხი იყო, ვინც ამას სერიოზულად ვუყურებდით - მეც.

მომინდა მეთქვა, კაი ხო, უჭირს და დაცინი? აი ისე, ვიდეო რომ არის - „სარგებლობთ თუ რა ფეისბუქით“

ხოდა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა არ მოსულა.

გიჟია და არ უნდა შევიმჩნიოთ, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ.

ალიევსაც, ტრამპსაც, ერდოღანსაც და პაშინიანსაც უნდა ვუთხრათ, რომ არ მოუსმინონ, ასეთი დრო გვიდგას და ჩვენც გვრცხვენია ამის გამო.

არ უნდა დავუშვათ საქართველოს და აზერბაიჯანის დაპირისპირების შეუქცევად რეჟიმში გადაყვანა - ეს მართლა ქვეყნის დასასრულია.

დავით გარეჯი, ცხინვალი, სოხუმი, სოჭი, ჰერეთი და რიზე საქართველოა თუ არა, კი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებია, მაგრამ, ისე არ ვქნათ, რომ გარეჯისთვის ვიბრძოდეთ და საქართველო დავკარგოთ.

მითუმეტეს, რა არის საბრძოლველი

ათწლეულებია დავით გარეჯი დე ფაქტო საქართველოა და იქ საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებიან, მერეც შევლენ, თუ წესიერად ვითანამშრომლებთ იმ ხალხთან.

თუ კომუნისტების დროს, რაღაც მომენტში, საზღვარი ისე არ გაივლო, როგორც საჭირო იყო, ეგეც ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელების ბრალია, ალბათ, ხომ ? და მეტად - ქართველების.

ნუ დავაყენებთ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ.

არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი აზერბაიჯანის გარეშე და არ არსებობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი საქართველოს გარეშე.

მართლა არ არსებობს.

ზურაბიშვილის ნათქვამი: „საქართველომ დაიწყო ომი“ და აზერბაიჯანთან პრობლემების შექმნა რუსული ინტერესების გასატარებლად გააზრებულად ხდება, თუ, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიყვია, არაა საინტერესო.

მთავარია, ამ ქალის უსახიფათოესი ქმედებები დავაბალანსოთ და გამოვძვრეთ მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე.

ვულოცავ საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მისალოცია,“ - წერს ნიკა ობოლაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...