1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო ჰოლდინგი „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერას უცხადებს.

„საავტომობილო ჰოლდინგ “იბერია ბიზნეს ჯგუფის“ სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში დაწყებულ კამპანიას, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მომხდარ მოვლენებს.

პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ „იბერია ბიზნეს ჯგუფი“-სათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისტორიული მემკვიდრეობის და კულტურული ძეგლების დაცვა, მოვლა და პატრონობა. კომპანია ყოველთვის მზად არის ხმა აიმაღლოს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებული იქნება რაიმე სახით ჩვენი ისტორიული ძეგლების ხელყოფასთან.  ამავდროულად მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საქართველოში მოქმედი, წარმატებული უცხოური კომპანიების უსამართლოდ დისკრედიტირება.

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ 10 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს.  ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანია მუდმივად ქმნის  ორ მეგობარ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს და ნერგავს წარმოების მაღალ სტანდარტს.

კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური აქტივობით, ჩართულია მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში და მუდმივად მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და და სხვა, ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან აქტივობებს.

’’სოკარი’’ მუდმივად ისწრაფვის ,რომ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აყვანილი იყოს განვითარების მაღალ საფეხურზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა კერძო სექტორმა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ, რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება. მითუმეტესს, როდესაც საზღვარზე არსებული გაუგებრობა სწრაფადვე გადაწყდა და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ აზერბაიჯან-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...