1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება ოქროს თასი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

„თელიანი ველის“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი 

საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან.  „International Wine Challenge 2019“-ზე 40 ქვეყნის ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელსაც 400 საერთაშორისო ღვინის ექსპერტი აფასებს. მთელი მსოფლიოს რჩეულ ღვინოებს შორის არის და კონკურსის უმაღლესი ჯილდო-ოქროს თასი დაიმსახურა „თელიანი ველის“ „გლეხური ქისი ქვევრი 2017-მა“.

  • „გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ოქროს თასი
  • „გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ოქრო
  • „თელიანი ველი მანავის მწვანე 2018“ - ვერცხლი
  • „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017“ - ვერცხლი
  • „სამთავრო მწვანე 2017“ - ვერცხლი
  • „თელიანი ველი საფერავი როზე 2017“ - ბრინჯაო
  • „გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017“ - ბრინჯაო
  • „სამთავრო თელიანი 2017“ - ბრინჯაო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები