1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა

გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალაქის 25 000 აბონენტს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი უსასყიდლოდ შეუცვალა. მათ ნაცვლად კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი, თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ. საერთო ჯამში, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად, 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო, ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამასაც იწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები