1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დინო" - სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება

ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე კიდევ ერთი ბრენდი გამოჩნდა. ქართული ენერგეტიკული სასმელი „დინო“, რომელიც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერაა წარმოებული უკვე საცალო ქსელში იყიდება. „დინო“ საკუთარ თავში „დინო ენერჯის“ გაღვიძებისკენ მოგვიწოდებს.

"სს "ქართული ლუდის კომპანიის" წარმოება ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომლის საწარმოო საშუალებები იძლევა შესაძლებლობას, მომხარებელს შევთავაზოთ უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ფართო ასორტიმენტი. ამჯერად, ჩვენს პორტფელში სიახლე სწორედ ენერგეტიკული სასმელი – „დინოა“, რომელიც უკვე გაყიდვაშია. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია „დინოს“ ხაზის გაგრძელება და სხვადასხვა არომატების დამატება“, – აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.

„დინოს“ მწარმოებელი აცხადებს, რომ მას გააჩნია უნიკალური გემო და ის ბაზარზე ინტენსიური მარკეტინგული აქტივობებით იქნება გამორჩეული.

აღსანიშნავია, რომ "დინო" სს "ქართული ლუდის კომპანიის" ენერგეტიკული სასმელების პორტფელიოში უკვე რიგით მეორე სასმელია WILDER-ის შემდეგ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები