1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლევან გიორგაძე: „აუცილებელია,მხოლოდ სწორ ინფორმაციაზე გვქონდეს რეაქცია“

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან, დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც ჩაერთო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი კამპანია საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობასა და პარტნიორობას.

აზერბაიჯანული ბიზნესის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დეზინფორმაცია საზოგადოებაში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და შესაბამისი რეაქციაც გამოიწვია.

„მოსახლეობას ძალიან სწრაფად მიეწოდა არასწორი ინფორმაცია და ამან ბუნებრივი რეაქციაც გამოიწვია. თუმცა, შემდეგ უკვე, სწორი განცხადებებით და სწორი ინფორმაციის მიწოდებით, სიტუაცია დასტაბილურდა. ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ იმ დონეზე, რა დონის რისკიც არსებობდა. საჭიროა, ეს კომუნიკაცია არ ჩაცხრეს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობას და დეზინფორმაცია ამ ურთიერთობის გაფუჭების საფრთხეს ქმნის. აუცილებელია, ქვეყანამ და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ ამ საკითხს შევხედოთ  პასუხისმგებლობით და მხოლოდ სწორ ინფორმაციაზე გვქონდეს რეაქცია,“ - აცხადებს ლევან გიორგაძე.

ამავე გადაცემაში, თემას გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე.

„ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნით აგორებული კამპანია, შავი პიარი, რომლის მიზანიც იყო ამ კომპანიების რეპუტაციული რყევა. ვის შეიძლება აწყობდეს საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან? მხოლოდ მას, ვისაც საქართველოს მომავალში განვითარება, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება და წინსვლა არ აწყობს. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, მთელი საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს ასეთი ცხელი კერების ჩაქრობაზე. ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ინფრასტრუქტურას, ასაქმებენ მოქალაქეებს, ქმნიან შიდა პროდუქტს, მათ უნდა მიეცეთ სრულფასოვანი განვითარების საშუალება,“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ამავე გადაცემაში ოფიციალურ სტატისტიკასა და საქართველოში სოკარის საქმიანობაზეც ისაუბრა. ლევან გიორგაძის თქმით, „სოკარი“ საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ინვესტიცია მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„ავტოგასამართი სადგურების მიმართულებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ავტობანის მშენებლობასთან ერთად, ავაშენოთ მსხვილი კომპლექსები. ასეთია, მაგალითად ურბნისის ობიექტი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. წლის ბოლოსკენ თერჯოლაში უნდა გაიხსნას მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს სწრაფი კვების ობიექტებს, მაღაზიას, ყველანაირ საწვავს, ელექტრომობილის სწრაფ დამტენებს. ამ ქსელის განვითარებას ვგეგმავთ და ეს, ცხადია, დამატებით სამუშაო ადგილებთან არის დაკავშირებული. მშენებლობის პროცესშიც უამრავი ხალხი საქმდება. გარდა ამისა, ასეთი ინვესტიცია კარგ გავლენას ახდენს რეგიონზე, რადგან ამ ტიპის ინვესტიციები ამ დრომდე რეგიონებში არ ყოფილა,“ - განაცხადა ლევან გიორგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...