1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ვინმეს სურს, აზერბაიჯანი ოკუპანტად წარმოაჩინოს, მას არ ადარდებს დავით გარეჯი!

ბოლო დროს დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. საზოგადოების  ერთი ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და ის ოკუპანტი ქვეყანაა.

ექსპერტები გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ პროვოკაციასაც უწოდებენ.  როგორც ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტ ქვეყნად წარმოვაჩინოთ.

„რეალობა არის ის, რომ დავით გარეჯში არანაირ ოკუპაციაზე საუბარი არ არის. აქ არის მონაკვეთი, საზღვარი, რომელიც  დაუდგენელია.  არ არის განსაზღვრული, რომელი ტერიტორია ვის ეკუთვნის. რაც დროზე მოხდება საზღვრის დადგენა, უკეთესი იქნება  ჩვენთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც. არც ისე რთულია იმის  მიხვედრა, თუ ვის აწყობს დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავება.

თუ ვიღაცას აქვს აზრი, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტად წარმოაჩინოს,  მას სრულად არ ადარდებს  დავით გარეჯი, როგორც  ისტორიული, კულტურული, რელიგიური ძეგლი. მას აქვს ერთი ინტერესი, აჩვენოს მეორე ოკუპანტი და საქართველო, რადგან სხვა მექანიზმები არ აქვს,“ - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ყველაზე რეალურია ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. ძაბირაძე ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნები უნდა დავარწმუნოთ და განვუმარტოთ, რას ნიშნავს დავით გარეჯი საქართველოს კულტურისა და ისტორიისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები