1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა უნდა ვიცოდეთ ონლაინ გადახდების დროს

ინტერნეტის განვითარებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი  სამომხმარებლო ჩვევები. დროის სიმცირე გვიბიძგებს თავი ავარიდოთ ბანკის რიგებს, მაღაზიებში სასურველი ნივთის დიდხანს ძიებას და ვიპოვოთ მარტივი გამოსავალი, სადაც  ინტერნეტი საუკეთესო დამხმარედ გვევლინება. აქ ყველა სერვისი 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. ონლაინ გადახდებს დროის დაკარგვის გარეშე, შინიდან გაუსვლელად მივმართავთ. არ აქვს მნიშვნელობა, სავალდებულო გადასახადებს ვიხდით, ონლაინ ვშოპინგობთ,  ვუკვეთავთ საჭმელს თუ ვყიდულობთ სერვისებს. მსგავსი ტრანზაქციების მოცულობა დღითიდღე იზრდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ონლაინ გადახდები სახიფათოც კი შეიძლება გახდეს, თუ არ დავიცავთ უსაფრთხოების წესებს.

  როგორ ამოვიცნოთ სანდო ვებგვერდი? 

ონლაინ გადახდების დროს სხვადასხვა საიტზე შეგვყვავს ჩვენი პერსონალური და საბანკო მონაცემები. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ აღნიშნული ინფორმაცია თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ვებგვერდზე აღნიშნული უნდა იყოს კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია - საკონტაქტო და იურიდიული მონაცემები, კონფიდენციალური და პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ყურადღება მიაქციეთ რა ტიპის ინფორმაციას აძლევთ ინტერნეტ მაღაზიას. მათ სჭირდებათ თქვენი მისამართი და საბანკო მონაცემები, თუმცა არ უნდა ითხოვონ პასპორტის ფოტო ან პირადი ნომერი.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ვებგვერდის სანდოობის ამოსაცნობად SSL სერთიფიკატია. მარტივად რომ ვთქვათ, საიტის მისამართის ველში ბოქლომის სიმბოლო უნდა იყოს გამოსახული და მისი მისამართი უნდა იწყებოდეს https-ით. S სიმბოლო მონაცემების დაცულ, დაშიფრულ პროტოკოლს გულისხმობს და საშუალებას გვაძლევს მონაცემების გადაგზავნისას შევინარჩუნოთ მისი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

გარდა ამისა, საჭიროა ყურადღების გამახვილება ვებგვერდის მისამართში ასოების თანმიმდევრობასა და სისწორეზე. შესაძლოა თქვენ ვიზუალურად ზუსტად სასურველი ვებ მაღაზიის ინტერფეისი დაგხვდეთ, თუმცა მისამართში ერთი ასო იყოს განსხვავებული და ნივთის ყალბი ვებ გვერდიდან შეძენისას თქვენი მონაცემები თაღლითების ხელში აღმოჩნდეს. 

როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია 

ინტერნეტ შოპინგი და ონლაინ გადახდები კომფორტული პროცესია, თუმცა სრული სიმშვიდისთვის ჩვენი მონაცემების დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ. პერსონალური ინფორმაციის დასაცავად მცირე დეტალებზეც კი გვმართებს ყურადღების გამახვილება. ამისათვის კი საჭიროა, რომ

· ონლაინ გადახდების შესასრულებლად არ გამოვიყენოთ საერთო მოხმარების კომპიუტერები და არ ვისარგებლოთ საჯარო ინტერნეტით (wi-fi)

· არ გავხსნათ ელექტრონული ფოსტის spam განყოფილებაში მიღებული ვებგვერდების ბმულები.

· თუ ონლაინ გადახდებს მობილური ტელეფონით ვანხორციელებთ, ყოველთვის ვისარგებლოთ მაღაზიის ოფიციალური აპლიკაციით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო აღნიშნული აპლიკაციები გადმოვწეროთ მხოლოდ სანდო წყაროდან, როგორიცაა App store ან Play store.

·  თავი ავარიდოთ ვებ მაღაზიებში ბარათის დამახსოვრებას

·  ვისარგებლოთ საბანკო ბარათის დაზღვევით.

 

უსაფრთხო პლატფორმა TBC Pay-სგან 
თუ თქვენ თანხა გაქვთ გადასახდელი და სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გზას ეძებთ, TBC Pay-ს მომენტალური გადახდების პლატფორმა სწორედ ის ადგილია, რომელიც გჭირდებათ.  ონლაინ გადახდა TBC Pay-ს საშუალებით დღის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი.   აქ 1000-მდე სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი და რაც მთავარია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, თქვენი ფინანსები და საბანკო მონაცემები საიმედოდ იქნება დაცული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები