1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.
პროექტზე - “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა.
“Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე.  ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს - წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის - ასომთავრულის პროტოტიპებია.
ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.
წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).
ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები