1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამაზ საყვარელიძე: რუსეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის გაწყვეტა სურს!

ბოლო დროს დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. სოციალურ ქსელებში, საზოგადოების ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს აზერბაიჯანი ოკუპანტი ქვეყანაა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საზოგადოებაში ასეთი პოზიციის გავრცელება დიდი პროვოკაციის ნაწილია და მას „რუსული სუნი“ ასდის.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მეგობრული კავშირის დაკარგვაა.

„საზოგადოებაში გავრცელებული პოზიციის ტირაჟირება, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია, ცალკე პრობლემაა. აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება უნდა განსაზღვროს იმან რომ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც საქართველოს ჰქონდა, აზერბაიჯანს არ უსარგებლია თავისი  უკეთესი მდგომარეობით.  თუნდაც, იმ მხრივ რომ  მას ნავთობი აქვს. ბევრი თვალსაზრისით თვითონ აზერბაიჯანი წაგებულში დარჩა, 1990-იან წლებში,  იმისთვის, რომ ხელი შეეწყო საქართველოს ფეხზე დადგომისთვის. ამიტომ, ეს გავრცელებული მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია არა თუ მცდარია, არამედ დანაშაულია! ამ მოსაზრებას რუსული სუნი ასდის!“ აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტის აზრით, რუსეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის გასაწყვეტად მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს გამოიყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები