1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფონდი ნატახტარი“ კონკურსის „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019“ გამარჯვებული გახდა

კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, კონკურსი „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019“  საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა. კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” კომპანია „ნატახტარი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“ პროექტით “იზრუნე მომავალზე” საუკეთესოდ დასახელდა.

კონკურსში, წელს  წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე კომპანიების 53 პროექტი შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, SDG პიონერი. გამარჯვებულები დაასახელა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა მრავალსექტორულმა ჟიურიმ. კონკურსი მიზნად ისახავს, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

„ფონდი ნატახტარის“ მიზანია ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრება საფუძვლიანად და მდგრადად შევცვალოთ უკეთესობისკენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შედეგებს რამდენიმე წელში დავინახავდით და ეს ჯილდოც დასტურია, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა - შედეგი დადგა. უფრო მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ კომპანია „ნატახტარის“ და „ჩვენი სახლი საქართველოს“ მიერ შემუშავებული მექანიზმი (მოზარდებზე ზრუნვისა) წარმატებულიც აღმოჩნდა. ამას ადასტურებს 270- ზე მეტმი პროფესია შეძენილი  და 300-ზე მეტი დასაქმებული ახალგაზრდა. უკვე მეორე წელია, ფონდის ეგიდით ვატარებთ ადვოკატობის კამპანიასაც, რომელიც სახელმწიფო სამსახურების უფრო აქტიურ ჩართულობას გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების ცხოვრების დაგეგმვაში 18 წლის მერეც. გვინდა რომ ეს პრობლემატიკა სახელმწიფოს დონეზეც იტოს გაზიარებული. გვჯერა, რომ მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერება და საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაცია ზოგადად სასიკეთოა თითოეული ჩვენგანისთვისაც. დიდი მადლობა ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ თანამშრომლობისთვის და ასევე მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის, რომელმაც ჩვენი პროექტი კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” საუკეთესოდ დაასახელა. ეს მოტივაციაა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ყველა კომპანიისთვის,” - აღნიშნავს „ნატახტარის ლიმონათის“ ბრენდ მენეჯერი ნინო სურმავა.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ  ბიზნესის, ასევე, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია.მნიშვნელოვანია,რომ "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019" მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. თანხა ნოემბრიდან თებერვლის მანძილზე გროვდება. ამ ხნის განმავლობაში სულ ფონდში აკუმულირდა 841 835 ლარი, რაც მოხმარდა 500-ზე მეტი მოზარდისა და ახალგაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისადმი მომზადებას, კერძოდ, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საგნებში მომზადება, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღება, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენა, სტიპენდია (ბინის ქირა, კვება, გზა). აღსანიშნავია, რომ ფონდის 300-ზე მეტი ბენეფიციარი დასაქმდა, ხოლო 270-ზე მეტმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლება მიიღო.

„ფონდი ნატახტარის“ თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა . პროექტი, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

საქართველოში   „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანია „ნატახტარმა“ 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში „გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები