1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი: "დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს "ინტერვიუზე" ზუგდიდში"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  სამეგრელოში მის და სანდრა რულოვსის წინააღმდეგ აგორებულ  "შავ პიარს" ეხმაურება და წერს :

"დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს "ინტერვიუზე" ზუგდიდში.დიახ, მაშინ როცა თქვენი პატრონი ივანა ლებედს აფინანსებდა და გამსახურდიას გიჟს ეძახდა, ხოლო მისი თოჯინა სალომე, მეგრელებს "მოღალატეებს", ჩემი გადაწყვეტილებით,ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭათ...საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშთი მშობლიურ მიწას დაუბრუნდა...

დიახ,სანდრა უნდა გახდეს მერი,რათა ჩემი დაწყებული ლაზიკა დასრულდეს და თითოეული ზუგდიდური ოჯახი წელში გაიმართოს და ზუგდიდი და სამეგრელო მთელმა მსოფლიომ გაიცნოს!

ზუგდიდი არ იყიდება!" - წერს სააკაშვილი.

"და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?"- ზუგდიდში ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციიური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა. 

ფოტოების ნაწილზე სააკაშვილია გამოსახული და ავტორის მტკიცებით, 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას "უღირს პრეზიდენტად და "კავკასიელ ჰუსეინად" მოიხსენიებს. მეორე ნაწილზე კი მერობის კანდიდატის წიგნიდან ციტატაა მოყვანილი, სადაც რულოვსი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბანდფორმირების ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები