1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ქადაგიძე დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთადერთი მტრულად განწყობილი მეზობელი რუსეთია, აზერბაიჯანი კი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება.

„აზერბაიჯანლები არიან ჩვენი ძმები და სტრატეგიული მოკავშირეები. მათ ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ საქმით, მათ შორის 2008 წელს.

დავით გარეჯის ამბავი აუცილებლად მოგვარდება ისე როგორც ეს ორ სტრატეგიულ მოკავშირეს და მეგობარს შეეფერება.

ერთადერთი მტრულად განწყობილი მეზობელი არის ჩრდილოეთით მდებარე ჩვენი უკვე/ისევ მთავარი სავაჭრო “პარტნიორი”.

ასეა ეს ამბავი მეგობრებო,“ - წერს გიორგი ქადაგიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები