1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2018/19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონის შეჯამება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი  128 დღე გაგრძელდა.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ  ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდა, ასევე ორ საბაგიროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.  ახალი საბაგიროების მშენებლობით  გუდაურში 3.5-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროთი  გაცილებით მეტი მოთხილამურე რიგების გარეშე სარგებლობდა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით  გაიზარდა.

გუდაურიში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილბრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)  578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. ვიზიტორების რაოდენობა  15% -ით არის გაზრდილი.

კურორტ გუდაურში 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი  გასულ წელს,  რომ შევადაროთ  ვიზიტორების რაოდენობა 19 %-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით,  2017/2018 წლებთან  შედარებით ვიზიტრების რაოდენობამ 20 %-ით მოიმატა. 

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2018/2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე  14758 ვიზიტორი გახლდათ. 

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი 2017/2018 წელს რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენბა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია.  კურორტი განვითარების პროცესშია და უდიდესი პოტენცილი აქვს, ტურისტებს  კი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...