1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI P30 lite - უახლესი, ფოტოგრაფიაზე ფოკუსირებული, სამმაგი კამერისა და დახვეწილი დიზაინის მქონე მოწყობილობა

მეტი ოპერატიული მეხიერება, ძლიერი ელემენტის რესურსი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ  კამერათა სისტემა და ეკრანის გაზრდილი რეზოლუცია - აი,  რა მოსწონთ ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომელთაც უყვართ  მოგზაურობა, ყოველდღიური საინტერესო და მეგობრებთან გატარებული წუთების აღბეჭვდა. უახლესი, ფოტოგრაფიაზე ფოკუსირებული, სამმაგი კამერისა და  დახვეწილი დიზაინის მქონე მოწყობილობა - HUAWEI P30 lite განკუთვნილია, სწორედ  მათთვის,  ვისაც უყვარს  ფოტოგრაფია და საკუთარი ნამუშევრების  მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის გაზიარება.HUAWEI P30 lite-ს ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები და კამერის ფართო შესაძლებლობები ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას  სრულყოფილად ასახონ  ცხოვრებიუსეული მომენტები.

კონკურენტულ გარემოში HUAWEI მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და სთავაზობს მათ  უნიკალურ სმარტფონებს, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, თანამედროვე, ინოვაციური,  მომხიბვლელი და ხელმისაწვდომია. შესაბამისად, შეთავაზებაც მომხიბვლელია.   HUAWEI P30 lite-ს  შეძენის შემთხვევაში, რომლის ფასიც საქართველოში  899 ლარია,  საჩუქრად სხვადასხვა სახის სმარტ მოწყობილობა, მათ შორის,  ბლუთუზ დინამიკი ან  Color Band A2 მოჰყვება, სმარტფონის შეძენა კომპანია HUAWEI-ს ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

მზარდი პოპულარობის მქონე სამმაგი კამერის კონფიგურაციით, HUAWEI P სერიის სმარტფონები, ფოტოგრაფიის წრეში უკვე დიდი ხანია განიხილება,   როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონების ოჯახი.  HUAWEI P30 lite ქართველ მომხმარებელს  სთავაზობს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ  კამერათა სისტემას და ულტრა ფართო კუთხით გადაღების შესაძლებლობას.  უმაღლესი ხარისხი გამოსახულების მიღების შესაძლებლობა, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს უღვიძებს ენთუზიაზმს, რომ რაც შეიძლება უფრო კარგი ფოტოები გადაიღონ და გაუზიარონ ის მემგობრებსა და ოჯახის წევრებს.

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI P30 lite  აღჭურვილი 48MP-იანი ძირითადი და 8MP-იანი ულტრა-ფართო ხედვის  კამერებით.

თითოეულ მათგანს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებელი და შესაძლებლობა. მაგალითად ტელეფოტო ლინზა არაჩვეულებრივია ობიექტის დეტალების გამოსაკვეთად, მაშინ როცა  ფართო ხედვის კამერა ერთ ფოტოში უფრო მეტი დეტალის მოქცევის საშუალებას იძლევა. ფოტოგრაფებისთვის და გადაღების მოყვარულთათვის, სხვადასხვა ლინზებით გადაადგილება არარეალურია - ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ თავიანთ სმარტფონებს, რათა გამოიყენონ კამერა საჭიროებისამებრ. HUAWEI P lite-ის კამერათა სისტემა გამოირჩევა  სხვადასხვაგვარი ზუმის  და  გადაღების შესაძლებლობით. ულტრა-ფართო ლინზას დამატებული ორმაგი კამერის მოდული, მომხმარებლებს არამხოლოდ სამყაროს ბრწყინვალების, არამედ ყოველდღიური, გასაოცარი მომენტების აღბეჭდვის შესაძლებლობასაც სთავაზობს. HUAWEI P30 lite, 128 GB შიდა მეხსიერებით და შიდა ინტერფეისის EMUI 9.0.1-სა და პროცესორის Kirin 710-ის ერთობლივი მუშაობით, წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს მრავალფუნქციური სმარტფონის მომხმარებელთათვის.

გარდა ამისა, HUAWEI P30 lite აგრძელებს ინოვაციური  დიზაინის ხაზს და  ის

ხელმისაწვდომია სამ,  შავ, ლურჯ და მარგალიტის ფერში, საქარათველოში კი მხოლოდ 2 ფერში, შავსა და ელექტრო ლურჯშია წარმოდგენილი. HUAWEI P30 lite შექმნილია თამამი, გამბედავი  ადამიანებისთვის, რომლებიც ესწრაფვიან კრეატივს და  ყოველთვის  მზად არიან  სიახლეებისთვის.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


 

 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...