1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ. ღონისძიება წყალტუბოში  ჩატარდება და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარდგა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე“, IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში. 

ამის შემდეგ, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორქშოპებს დასწრებოდნენ და მათთვის საინტერესო  ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: სოციალური მედიის მართვა, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა. 

თიბისის ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 

ბიზნესფორუმი აჭარისა და იმერეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება. 

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE). 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები