1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა - ახალი პროდუქტი თიბისი დაზღვევისგან

თიბისი დაზღვევა  მომხმარებელს, ახალ განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლი დაიცვას ხარჯისგან, რომელიც სხვადასხვა კრიტიკული დაავადებების აღმოჩენას მოჰყვება.

 

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს ისეთი დაავადებების დაზღვევას როგორებიცაა:

·                     ავთვისებიანი სიმსივნე

·                     მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

·                     ინსულტი

·                     კორონარული არტერიების გულის შუნტირება

·                     თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

·                     დამბლა

·                     სიბრმავე

 

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთჩამოთვლილ დაავადებების გარდა, ითვალისწინებს 2 დამატებით მომსახურებას: ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას საზღვარგარეთ.

ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება - გულისხმობს ნებისმიერი დიაგნოზისა და / ან მკურნალობის გეგმის გადამოწმებას მსოფლიოს  წამყვან კლინიკებში, წამყვანი კლინიკის მოძიებას, საჭირო სამედიცინო დოკუმენტების მომზადებას, წამყვან სპეციალისტებთან ვიდეო კონსულტაციების დაგეგმვას და განხორციელებას და ასისტანსის მომსახურებას.

სამედიცინო მომსახურების ორგანიზება საზღვარგარეთ - გულისხმობს საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის, ვიზიტისა და განთავსების  ორგანიზებას, შერჩეულ ქვეყანაში ტრანსპორტირებას, დახვედრასა და გადაადგილებას, კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში განთავსებას, კლინიკაში ვიზიტებისა და განთავსების ორგანიზებას, მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობას, დანიშნული მედიკამენტების შესყიდვის ორგანიზებას, საქართველოში დაბრუნების ორგანიზებას.

ამას გარდა, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისას, 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით ხდება და დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ არის. 

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულება განსხვავდება სასურველი ასანაზღაურებელი ლიმიტის და ასაკის მიხედვით.  მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს:

·                     მინიმალური ლიმიტი -     25 000 ლარი  / 10 000 $

·                     მაქსიმალური ლიმიტი -   150 000 ლარი  / 60 000 $ 

ლიმიტი დაზღვეულს აუნაზღაურდება სრულად, რომლის განკარგვა შესაძლებელია დაზღვეულის სურვილისამებრ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისის ფილიალებში და ასევე ონლაინ, ვებგვერდიდან online.tbcinsurance.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...