1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია- რეფორმები ენერგეტიკის სფეროში გაიმართა

17 აპრილი, 2019 -  საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე. 

ინფორმაციისთვის, „გალტ & თაგარტმა“ იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. სწორედ შედეგების პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც მოხდებოდა კვლევაში ასახული პრობლემატიკისა და  ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების განხილვა. 

"გვსურდა ღიად გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ ცვლილებები, მათი მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე. როგორია განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი გასცემს 15 წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, საშეღავათო პირობებით (მშენებლობის პერიოდს + 6 თვე). ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელს არ სთხოვს ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

„გალტ & თაგარტის“ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არის განხილული  დარგის საკვანძო საკითხები - ელექტროენერგიის მოხმარების  და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერპსექტივები. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. 

„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია.  ამ პროექტების განხორცილებით საქართველო შეძლებს არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები