1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების (დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კურსი მოიცავს 81 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადს და რვა თვეს. აქედან თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილია 8 თვე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს საწარმოში მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.

მსურველები გადიან შერჩევის სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული წესით მოცემულ ლინკზე -https://bit.ly/2I6OP7g  პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველთა  რეგისტრაცია  წარმოებს 13 აპრილამდე.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ  საბაზო პროფესიული კვალიფიკაციას  მსუბუქი  ავტომობილის შეკეთებაში.   საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ელექტრიკოსის და დიაგნოსტიკის სპეციალისტად კომპანია თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.

თეგეტა აკადემიამ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა  საქართველოში პირველი კერძო  კოლეჯი, რომელიც განახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის შეკეთების  მიმართულებით პროგრამას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით.  სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში სიახლეა, ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

 თეგეტა აკადემია დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 1350-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.

“თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ კურსებს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, შელი, მიშელინი, ტოიოტა და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები