1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

„საქართველოს ბანკი“, ქვეყნის წამყვანი ბანკი, განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას და მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას-ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში. ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ და ახალი ფორმატით ჩატარდა, რაც გულისხმობს "women talk"/ქალები საუბრობენ ფორმატს. 

ფორმატი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტურიზმში და ზოგადად მომსახურების სფეროში. აღნიშნული კონფერენცია ქალთა ყველაზე მსხვილი კონფერენციაა საქართველოში და წარმოადგენს გასული წლის ქალთა გაძლიერების კუთხით შემაჯამებელ ერთგვარ ანგარიშს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წარმატებულმა ქალბატონებმა როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ქალბატონებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და წარმატების მაგალითები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მეწარმე ქალთა მომსახურების სერვისების გამოფენა. ღონისძებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. „საქართველოს ბანკმა“ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარებისთვის მიზნით. პროექტის ფარგლებში - 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, და „მეწარმე ქალთა საბჭო” (WBCG)-ის ორგანიზებით გაიმართა. 

ღონისძიებას „საქართველოს ბანკი“ მარტის ქალების თვედ გამოცხადების ფარგლებში უწევდა მხარდაჭერას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები