1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

26 მარტი, 2019 – საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. 

Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge- საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი  ქონების  ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი. 

Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. 

„საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.  

“Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით.  ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...