1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2,5 მილიონი ევროს ახალი ინვესტიცია საქართველოში

„გებრიუდერ ვაისი“ მომხმარებლელს ახალ ტერმინალსა და სერვისს სთავაზობს

6 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, თბილისში „Gebrüder Weiss“-ის ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული გაფართოების შედეგად კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვადრატული მეტრის ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს.

ახალი ტერმინალის გაფართოებისა და კომპანიის სერვისების ფართო სპექტრის შესახებ დეტალურად „გებრიუდერ ვაისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალურმა მენეჯერმა ტომას მოზერმა და გებრუდერ ვაის-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კავკასიის რეგიონში განვითარების პოზიტიურ შედეგებს დადებითად აფასებს. „ადგილობრივ ბაზარზე პირველად შემოსვლის მერე, თბილისის ფილიალი განვითარდა და უკვე საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ცენტრალურ ჰაბად იქცა,“ - აცხადებს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. ინოვაციური ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოვებით სარგებელს არა მხოლოდ კლიენტები და პარტნიორები, არამედ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებიც იღებენ. „ცალკე აღებულ თბილისის ფილიალში გებრიუდერ ვაისი უკვე 120 თანამშრომელს უსაფრთხო და მიმზიდველ სამუშაო გარემოს სთავაზობს.“ 

სრული ლოგისტიკური მომსახურება კავკასიაში

კავკასიის მასშტაბით „გებრიუდერ ვაისი“ კლიენტებს  სთავაზობს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვის, სასაწყობო ლოგისტიკის, საბაჟო მომსახურებისა და სხვა ლოგისტიკურ სერვისებს. კომპანიის ახალი სერვისები უფრო დეტალურად „გებრიუდერ ვაის საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა აღწერა: „აღნიშნული ლოგისტიკური ტერმინალი აღჭურვილია მაღალხარისხოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს შესაძლებელს ხდის ლოგისტიკური გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მოვარგოთ კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებს. ახალი სასაწყობო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მომხმარებელს აქვს პირდაპირი წვდომა ტვირთზე და შეუძლია ნებისმიერ დროს თვალი ადევნოს მათ მდებარეობას. „გარდა ამისა, მთელი სივრცე აშენდა უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების მიხედვით. შესაბამისად, „გებრიუდერ ვაისი" საქართველოს მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სტანდარტები მკაცრად არის დაცული. "

პიონერი აბრეშუმის გზაზე

პირველი ფილიალი „გებრიუდერ ვაისმა“ საქართველოში 2012 წლის დასაწყისში გახსნა და მას შემდეგ, აბრეშუმის გზაზე პიონერი ევროპული კომპანიაა. 2013 წელს განხორციელებული ძირითადი ინვესტიცია 10 მლნ ევროს შეადგენდა, რასაც მოგვიანებით, კომპანიის ყოველწლიური გაფართოვება მოჰყვებოდა. 2012 წლიდან დღემდე, ჯამში 15.5 მილიონი ევრო იქნა ინვესტირებული. აქედან ბოლო ინვესტიცია, რომელიც ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობისა და გაფართოებისთვის განხორციელდა, 2,5 მილიონ ევროს შეადგენდა. "საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ „გებრიუდერ ვაისი“ განაგრძობს კავკასიის რეგიონში საქმიანობის განვითარებას. წლების განმავლობაში, თბილისი აბრეშუმის გზის მნიშნველოვანი ნაწილი გახდა,“ - ამბობს თომას მოსერი.

2012 წლიდან დღემდე, „გებრიუდერ ვაისმა“ 530 ათასი ტონა საქონლის ტრანსპორტირება განახორციელა. პროდუქცია, ძირითადად, მოიცავს სამომხმარებლო საქონელს, ხელსაწყოებს,  საავტომობილო ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და საკვებ პროდუქტებს. 

გებრიუდერ ვაისის შესახებ:

7,100-ზე მეტი თანამშრომლით, საწარმოს კუთვნილებაში არსებული 150 ობიექტითა და 1.67 მილიარდი ევროს ოდენობის წლიური ბრუნვით (2018) „გებრიუდერ ვაისი“ ერთ-ერთი ლიდერია ევროპის წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის. გარდა კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროებისა, როგორებიც არის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა, კომპანია ლაუტერახის (ავსტრია) სათაო ოფისის Gebrüder Weiss Holding AG-ის ქოლგის ქვეშ არსებული სხვა, მარალსპეციალიზირებულ ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. Gebrüder Weiss Holding AG სპეციალიზებული სერვისების მაგალითებია x|vise (ლოგისტიკური კონსალტინგი), tectraxx (დარგის სპეციალისტი მაღალი ტექნოლოგიების სექტორისთვის), dicall (საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების, ბაზრის კვლევისა და ტრენინგის ექსპერტები), Rail Cargo (სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებისათვის), და გებრიუდერ ვაისის საამანათო სერვისი GWP, ავსტრიული კომპანია DPD-ს თანამფლობელი. სწორედ ასეთი მომსახურების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ კომპანია მომხმარებლის მოთოხვნილებას სწრაფად და ეფექტურად აკმაყოფილებს. 500 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია, რომელსაც დაარსებიდან ერთი ოჯახი მართავს, მუდმივად ახორციელებს გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებს, რის გამოც მდგრადი ბიზნეს-აქტოვობების მოწინავე ადგილს იკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები