1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI Mate X MWC 2019-ზე საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

ბარსელონაში გამართულ მობილურების მსოფლიო კონგრესზე (MWC 2019) HUAWEI Mate X  საუკეთესო სმარტფონად დასახელდა. „მომავლის ტექნოლოგიები“ -  ასე უწოდეს ექსპერტებმა კომპანია HUAWEI-ს მორიგ  ინოვაციურ მოწყობილობას  - HUAWEI Mate X-ს. ეს არის დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც 5G მხარდაჭერა აქვს და თავის თავში აერთიანებს ორ მოწყობილობას, სმარტფონს და მედიაპადს.

"მობილურების მსოფლიო კონგრესზე რამდენიმე დასაკეცი ტელეფონი იყო წარმოდგენილი, თუმცა რეალურად მხოლოდ რამდენიმე გამოიყურებოდა მომხიბვლელად, როგორც HUAWEI Mate X. Samsung Galaxy Fold-სგან განსხვავებით, Mate X-სს აქვს დასაკეცი ეკრანი გარეთ, რაც საშუალებას იძლევა გამოსცადოთ 6.6 ინჩიანი ტელეფონი და მეორე დისპლეი უკანა მხარეს, როდესაც დაკეცილია. მაგრამ როდესაც ის გახსნილია,  გარდაიქმნება 8 ინჩიან, თითქმის კვადრატულ ტაბლეტად 2480 x 2200 რეზოლუციით.  HUAWEI-ს დასაკეცი მოწყობილობა ნამდვილად ანცვიფრებს ყველას," - ითქვა კონკრესზე. 

HUAWEI Mate X არის იდეალური მობილური მოწყობილობა, რადგან ის არის მრავალფუქნციური და ზუსტად შეესაბამება მომხმარებლის დღევანდელ მოთხოვნებს-  იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით მინიმალურ დროში და მიიღოს მაქსიმალური კომფორტი ხელმისაწვდომ ფასად.   HUAWEI Mate X-ის მრავალფუნქციურობის წყალობით მომხმარებელს შეუძლია იმუშაოს ორ ეკრანზე, ორი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად. HUAWEI -ს ფლაგმანურ სმარტფონები ყოველთვის აღჭურვილია ძლიერი კამერებით და გამონაკლისი არც ახალი პროდუქტია.  დასაკეცი დიზაინის წყალობით, კამერის სისტემა ერთდროულად თამაშობს როგორც წინა, ისე უკანა კამერის როლს - ეს კი ნამდვილად რევოლუციური სიახლეა სმარტფონების ფოტოგრაფიაში. HUAWEI Mate X-ის   4,500mAh-იანი ელემენტი, უსწრაფესი დამუხტვის ტექნოლოგიით,  მომხმარებლებს  სმარტფონის ხანგრძლივ მანძილზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები