1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციული ბანკებისგან 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა თიბისი ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი გამოუყო.თანხა მთლიანად მოხმარდება თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების დაფინანსებას.


“თიბისი ბანკი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. მოზიდული საკრედიტო რესურსი ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ  თავიანთი ბიზნესაქტივობები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 


აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც  იაპონიის  და ყატარის კომერციული ბანკებისგან საკრედიტო რესურსის მოზიდვა შეძლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები