1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის 5000-მდე აბონენტს შეუწყდა

ყაზტრანსგაზ-თბილისიმაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ტერიტორიაზე ბუნევრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს. „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი. გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია.

გაზმომარაგების აღდგენა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ეტპობრივად, 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად დასრულდება საღამოს 20:00 საათისთვის.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებლად.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სითბო და მზრუნველობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები