1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბიზნესმენებს სურთ თავიანთი აზრის დაფიქსირება, მაგრამ... მამუკა ხაზარაძე ჩემი 28 წლის მეგობარია და როგორ შემიძლია რომ არაობიექტური ვიყო?"

“მე ვიღაც- ვიღაცეების მოწოდებებზე არ გამოვიდივარ. ამ კომუნისტურ მენტალიტეტს რომ ებრძვიან, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოდით, აბა რა არის? ”-ამის შესახებ განცხადება bm.ge -თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა. მისი თქმით, ის აღქმა, რომ ბიზნეს ეშინია არასწორია და მისთვის გაუგებარია საერთოდ საიდან მოვიდა ეს განცხადა. 

“ბიზნესმენებს სურთ თავიანთი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ამ ტიპის მესიჯებმა, რაც ბოლო დღეებში წამოვიდა მათ ყოველგვარი სურვილი დააკარგვინა. ამათმა რომ ხმა ამოიღეს ხო კრამიტები დაამტვრიეს ? რა უფლება აქვთ, ვინ არიან ? რას წარმოადგენენ? რა სამუშაო ადგილებს ქმნიან? რაში გამოიხატება შიში? ან საერთოდ რა შუაშია შიში ? ბიზნესი ფიქრობს, მსჯელობს და ელოდება. 

ვინააა წითელი დირექტორი ? ზოგი იტყვის, რომ ძველი პლიადიდან მარტო მე დავრჩი. ორი უდიდესი ბრენდი შემოვიყვანე საქართველოში. …მამუკა ხაზარაძე ჩემი 28 წლის მეგობარია და როგორ შემიძლია რომ არაობიექტური ვიყო ?”-აცხადებს ბიზნესმენი.

წყარო: bm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები