1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა.

დუბაიში  17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა.

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" გამოფენაზე პირველად წარადგინა ასევე არაალკოჰლური ლუდი „რაგნარი“, რომლესაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოფენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა 50-ზე მეტ დისტრიბუტორთან.

ქართული კომპანიები Gulfood 2019-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით წარდგნენ. გამოფენაში მონაწილეობა სულ 12-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.


Gulfood 2019 არაბთა გაერთიანებულ საემიროების უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.

გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები