1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სიბიეს ჯგუფის“ განცხადება

შეგახსენებთ, რომ ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში - შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია მხუთავი აირით - CO-თი, მოწამვლისა და გარდაცვალების შედეგები. ფატალური შემთხვევები, უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად დამონტაჟებით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევითაა გამოწვეული.

აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „სიბიეს ჯგუფი“, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიური სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობისთვის გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას გეგმავს. ასევე, მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისა და რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27-მილიონლარიანი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას დაიწყებს, რაც გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას მოიცავს.

„სიბიეს ჯგუფი“ აცნობიერებს, რომ ზემოხსენებული კამპანიის ეფექტიანობისთვის აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა. შესაბამისად, ჯგუფი დადებითად აფასებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს ტიპის პლატფორმის არსებობის შესაძლებლობას და მენეჯმენტის განხორციელებისთანავე მის ფორმირებაზე მუშაობას დაიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები