1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა

11 თებერვალი, 2019 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, გენერალური პარტნიორობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ  ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. დამტკიცდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა. ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9-16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ: ნოდარ კოზანაშვილი; გიორგი აბრამაშვილი; სანდრო ჟორჟოლიანი; ნინო კურტანიძე; მაგატა ჯაფარიძე. ფიგურულ ციგურაობაში კი საქართველოს ალინა ურუშაძე  წარმოადგენს. 

საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი- საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს! 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და მის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გააგრძელებს. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები